პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“, „ჰესბოლას“ და „ჰამასის“ რიტორიკა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან – როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ თავისი სულიერი ძმები იპოვა ირანში

„ქართული ოცნების“, „ჰესბოლას“ და „ჰამასის“ რიტორიკა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან – როგორც ჩანს, მ თავისი სულიერი ძმები იპოვა ირანში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირანში ირაკლი კობახიძის ვიზიტს.
მანჯგალაძის თქმით, “ჰესბოლაც” და ირანიც საუბრობს, რომ რაღაც დიდი სიონისტური შეთქმულება მართავს მსოფლიოს და “ირაკლი და ც სადღაც აქ არიან”.
“მე დავინახე ის, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა და ირანის ისლამური რესპუბლიკის, “ჰესბოლას” და “ჰამასის” რიტორიკა, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ თავისი სულიერი ძმები იპოვა ირანში. “ჰესბოლაც” და ირანიც საუბრობს, რომ რაღაც დიდი სიონისტური შეთქმულება მართავს მსოფლიოს. ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილიც სადღაც აქ არიან. ვულოცავ ირაკლი კობახიძეს, თავისი სულიერი ძმები იპოვა “ჰესბოლას” და “ჰამასის” სახით”,- განაცხადა მანჯგალაძემ.
ამისთან, მანჯგალაძე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რომ ბევრი ინფორმაცია აქვთ, “გლობალური ომის პარტიის” ქმედებებზე, რასაც მანჯგალაძემ “წარმოუდგენელი მასშტაბის სიგიჟე” უწოდა.
“მართლა ვიხუმრებდი ასეთ რამეზე, ღალატს რომ არ ვხედავდე ამ ყველაფრის უკან – წარმოუდგენელი მასშტაბის სიგიჟეა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობს, რომ ამერიკა და ევროპა უნდა გავათავისუფლოთ გლობალური ომის ძალებიდან. რასაც კობახიძე საუბრობს, ასეთი რაღაცები ყვითელ პრესაშიც არ იბეჭდება. პარლამენტში რომ დაარიგეს წიგნები, სადაც შეთქმულებაზე და სიგიჟეებზე იყო საუბარი, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ წაიკითხა. გამოართვით ის წიგნი, მეტი აღარ წაიკითხოს, თორემ მისი მდგომარეობა მძიმეა”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, პაატა მანჯგალაძემ გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომაზეც ისაუბრა, რომელმაც მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მანჯგალაძის თქმით, ახლა ამ პოსტისთვის “ქართული ოცნების” შიგნით ბრძოლა დაიწყება.
“შოთაძის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ “ქართული ოცნების” ჯანმრთელობაზე გეტყვით, რომ ეტყობა, არ უვარგა ჯანმრთელობა და ნერვული სისტემა ბიძინა ივანიშვილს. შოთაძის ადგილი გათავისუფლდა და შიგნით დაიწყება ბრძოლა იმაზე, ვინ დაიკავებს ადგილს და დარწმუნებული ვარ, ანრი ოხანაშვილი იქნება მოწინავე ადგილზე”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”