პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე – სიგიჟის ზღვარია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს ყველაფერი არის ღალატი

სიგიჟის ზღვარია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს ყველაფერი არის ღალატი, – ასე შეაფასა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს სანქცირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება.
პაატა მანჯგალაძის თქმით, პარტნიორები აზიანებენ არა საქართველოს, არამედ იმ ხელისუფლებას, რომელიც ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე ეღობება.
„როცა საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილი თუ დასანქცირდა ბრიტანეთის რეპუტაციას, ბრიტანეთის ერთგულებას დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის თურმე საფრთხე მიადგება, ეს არის იმ „ოპერიდან“, როცა ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვურჩიეთ, არ გაესაჩივრებინა შვეიცარიის ბანკებში ეს საქმეები, თორემ შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოიშლებოდაო. თურმე ბიძინა ივანიშვილის 2 მილიარდის გამო დაიშლებოდა შვეიცარია, ასეთი სიგიჟეები არ უნდა დავიჯეროთ“,-განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება, რასაც პარტნიორები საქართველოს და მოქალაქეების მხარდაჭერისთვის იღებენ, იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც 50 დღის მანძილზე უწყვეტად დგას რუსთაველის გამზირზე.
„მიუხედავად გაყალბების მტკიცებულებისა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი განცხადება გავაკეთეთ, ხალხი რომ ქუჩაში არ გამოსულიყო, პარტნიორების მხრიდან რეაქცია არ იქნებოდა. როცა დემოკრატია და ქვეყნის მომავალი საფრთხეშია, მეგობრები იქცევიან ისე, როგორც იქცევა და ბრიტანეთი. აზიანებენ არა საქართველოს, არამედ იმ ხელისუფლებას, რომელიც ეღობება ქართველ ხალხს ყველანაირი ევროპული სიკეთის მიღების გზაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, სა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
განცხადებაში გამოთქმულია „უკიდურესი შეშფოთება”, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, „ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც , ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი“.