პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას

„ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ იაფფასიანი „ტრიუკების“ ჩატარებაზე გადავიდა.
„ქართული ოცნება“ როგორც მათ ახასიათებთ, იაფფასიანი „ტრიუკების“ ჩატარებაზე გადავიდა. მე მესმის მათი, რომ როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ლამის ორ მესამედზე მეტი შენი წინააღმდეგია და შენ მიერვე ორგანიზებულ აქციებზე სიტყვით ვერ გამოდიხარ, რა მხარდაჭერაზეა საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი ზღაპარი და ლეგენდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას.
მათ ეშინიათ ჩვენი ერთობის, მათ ეშინიათ ცვლილების, მათ ეშინიათ თავისუფალი მოქალაქეების ამიტომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმმა გამარჯვება 26 ოქტომბერს დარჩება ხალხს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯგალაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს