პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ბლოკავს 14 მილიარდს და ამას ჩვენ მოვუტანთ ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცესის დაწყებისთანავე

ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია ადასტურებს სწორედ იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, მათ არ უნდათ, რომ 14 მილიარდი საქართველომ და მისმა მოქალაქემ მიიღოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აღნიშნული დაფინანსების სათანადოდ გამოყენების უნარი და კომპეტენცია არ გააჩნია, რაც 26 ოქტომბრის შემდეგ შეიცვლება.
„ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია ადასტურებს სწორედ იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, მათ არ უნდათ, რომ 14 მილიარდი საქართველომ და მისმა მოქალაქემ მიიღოს.
ასევე, არც კომპეტენცია და უნარი არ გააჩნიათ, ამ 14 მილიარდის სათანადოდ გამოყენების. პირდაპირ ვამბობთ, ჩვენი კოალიციის „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ 26 ოქტომბერს ოპოზიციის, ქართველი ხალხის გამარჯვებისთანავე, დიახ, ჩვენ გვექნება წვდომა იმ 14 მილიარდზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, დაბლოკილია საქართველოს მოქალაქეებისთვის „ქართული ოცნების“ ანტიქართული და ანტიეროვნული ქმედებების გამო („რუსული კანონის“ მიღება, ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შეუსრულებლობა და სხვა.)
დიახ, 14 მილიარდით საქართველო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას მიაღწევს; დიახ, ქართული სოფელი მიიღებს 1 მილიარდიან ევროკავშირის სუბსიდიას სოფლის მეურნეობისთვის; დიახ, სტუდენტებისთვის აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებლები-კამპუსები; დიახ, შეიქმნება ათასობით ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი.
„ქართული ოცნება“ ბლოკავს 14 მილიარდს და ამას ჩვენ ქვეყანას 26 ოქტომბრის ს შემდეგ საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცესის დაწყებისთანავე მოვუტანთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს 14 მილიარდს ბლოკავს, რომელიც საქართველომ ევროპული ფონდებიდან უნდა მიიღოს და ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმაროს.

ასევე დაგაინტერესებთ