პაატა მანჯგალაძე – ქართველ ხალხთან, მის ნებასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია

საქართველოს არჩევანი ევროპაა და ვინც მას ამ გზაზე გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისი განმარტებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება.
“ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ რეალობას საერთოდ მოწყვეტილი არიან. ისინი თითქოს არ იმჩნევენ და ვერ ხედავენ ქუჩაში გამოსულ 100 000 მდე ადამიანს. თითქოს, არ იმჩნევ და ვერ ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმკაცრეს განცხადებებს მათ წინააღმდეგ. ამ ყველაფერს არათუ არ იმჩნევენ, არამედ, თითქოს გახარებულებიც არიან. მესმის მათი სიხარულის მიზეზი, ამ მასშტაბის ღალატი ჩაიდინეს, 100 000 ადამიანი გამოვიდა გარეთ, გათენდა და ისევ ხელისუფლებაში არიან, მაგრამ მინდა თითოეული მათგანი დავარწმუნო, ეს ყველაფერი დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ქართველ ხალხთან, მის ნებასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია. პროტესტი იქნება ისეთი და იმ დროს, როგორსაც ქართველი ხალხი და არა ივანიშვილი და ხელისუფლება გადაწყვეტს. პოლიტიკის მარტივი ფორმულაა, საქართველოს არჩევანი ევროპაა და ვინც ამ გზაზე მას გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებელი” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”