პაატა მანჯგალაძე – ფეხბურთელების თავდადებამ კიდევ უფრო ნათელ ფერებში წარმოაჩინა ევროპის და მსოფლიოს რუკაზე საქართველო – დარწმუნებული ვარ, საქართველო იზეიმებს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას

ფეხბურთელების თავდადებამ კიდევ უფრო ნათელ ფერებში წარმოაჩინა ევროპის და მსოფლიოს რუკაზე საქართველო – დარწმუნებული ვარ, საქართველო იზეიმებს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ჩვენს ბიჭებს, მართლაც სასწაული მოახდინეს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ რწმენას, თავდადებას და ერთიანობას შეუძლია სასწაულის მოხდენა. მათმა თავდადებამ კიდევ უფრო ნათელ ფერებში წარმოაჩინა ევროპის და მსოფლიოს რუკაზე საქართველო. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება სხვა გამარჯვებებიც. 26 კარგად გვაქვს დაცდილი და საქართველო იზეიმებს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას და თბილისი ნამდვილად გახდება ევროპის დედაქალაქი,” – განაცხადა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრის გადადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს “ქართული ოცნების” მხრიდან არის საარჩევნო პიარი და პროპაგანდა.
მისი თქმით, ეს კანონი ვერ მიიყვანს ადამიანს ჭეშმარიტებასთან.
„სიწმინდის დაცვა ხდება ტაძარში სიარულით აღსარების ჩაბარებით, ზიარებით. გააძლიერონ ლოცვა ყველამ, მათ შორის, ჩემს თავსაც ვამბობ. კიდევ ერთხელ ვეუბნები, დაანებონ თავი პროპაგანდას, ვითომ რომ რაღაცის დამცველები არიან და იარონ ხშირად ტაძარში,” – განაცხადა მანჯგალაძემ.