პაატა მანჯგალაძე – უმუშევრობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები წინასაარჩევნო მანიპულაციაა – „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული მცირე ჯგუფი მდიდრდება, ხოლო ხალხი ღარიბდება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, უმუშევრობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო მანიპულაციაა.
მანჯგალაძის თქმით, სინამდვილეში, ის, რომ ქართველები საკუთარ ოჯახებს და ქვეყანას ტოვებენ, შედეგია იმისა, რომ საქართველოში ღირსეული სამუშაო, ანაზღაურება არ არსებობს, ხოლო ფასები – ძალიან მაღალია.
“ეს არის “ქართული ოცნების” მხრიდან საკუთარი მოსახლეობის ძარცვის და გაღარიბების პოლიტიკის შედეგი. “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული მცირე ჯგუფი მდიდრდება, ხოლო ხალხი ღარიბდება. შესაბამისად, 26 ოქტომბრის შემდეგაც თუ კვლავ ესენი დარჩებიან ხელისუფლებაში, ქვეყანას ელოდება იზოლაცია, სიღარიბე, რის გამოც სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტ ქართველს მოუწევს სამშობლოს დატოვება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დავსავთ კითხვა, თუ ვისი ოცნებაა საქართველო ქართველების გარეშე?
ქართველი ერი აუცილებლად იზეიმებს 26 ოქტომბერს. ერთიანობით გავიმარჯვებთ!” – განაცხადა მ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე