პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას – მოემზადეთ ოპოზიციაში ყოფნისთვის, გაყურებინებთ, როგორ შევა ქვეყანა ევროკავშირში, დაბრუნდებიან ემიგრანტები, შეიქმნება სამუშაო ადგილები – ეს იქნება სასჯელი

ცვლილებების დროა და მოემზადეთ ოპოზიციაში ყოფნისთვის – გაყურებინებთ, როგორ შევა ქვეყანა ევროკავშირში, როგორ დაბრუნდებიან ემიგრანტები, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები, ეს იქნება სასჯელი თუ როგორ შენდება ქვეყანა, – ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატმა მ, პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში მიწვეულ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენენ.
როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, ხელისუფლება აცდენილია იმ საჭიროებებს, რაც ხალხს აქვს, ამიტომ ცდილობენ სხვადასხვა თემების „შემოგდებას“.
„დეკემბერში მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მე-4 თვე დაიწყო. რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? არაფერი! მაშინ დავსვათ კითხვა: რა საჭიროა ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეს ვერ უგვარებს დასაქმების პრობლემას, ფასებთან დაკავშირებით პრობლემას? თუ ევროპა, რომელიც არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ნაბიჯებს არ ვდგამთ ევროპისთვის, რაში გვჭირდება ასეთი ხელისუფლება? თქვენ ხართ აცდენილი იმ საჭიროებებს, რაც ხალხს აქვს, ამიტომ ცდილობთ სხვადასხვა თემების „შემოგდებას“, ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი „ქართულ ოცნებას“, ცვლილებების დროა და მოემზადეთ ოპოზიციაში ყოფნისთვის.
გაყურებინებთ, როგორ შევა ქვეყანა ევროკავშირში, როგორ დაბრუნდებიან ემიგრანტები, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები, ეს იქნება სასჯელი თუ როგორ შენდება ქვეყანა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”