– სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად

რეჟიმისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ რომ ნამდვილად ერთიანები ვიყოთ და მთელ ენერგიას დაპირისპირებაზე არ ვხარჯავდეთ – ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციამ აჩვენა, რომ ერთიანობას, საერთო ძალისხმევას ალტერნატივა არ აქვს.
„ამაზე უნდა ვიმუშაოთ ახლა – ყველა უნდა იყოს ჩართული საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჰქონდეს საკუთარი ადგილი და წილი. ეს არ გულისხმობს რომელიმე პარტიის დათმობას, პირიქით – თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელოვანი წონა და პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე, რაც შემდგომში მინიმუმამდე დაიყვანს დაქსაქსულობასა და შიდა დაპირისპირებას ოპოზიციურ ფლანგზე“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე