– სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანი არ არის კრიმინალი – ბატონო მოსამართლე, ამას ნახავთ პროცესის მიმდინარეობისას, რადგან აქ არავინ არის საქართველოს მტერი

სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანი არ არის კრიმინალი – ბატონო მოსამართლე, ამას ნახავთ თქვენ პროცესის მიმდინარეობისას, რადგან აქ არავინ არის საქართველოს მტერი, – ასე მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.
მისი თქმით, პასუხისმგებლობას არ გაურბის, ხოლო ადამიანები, რომლებიც 4 ოქტომბერს აქციაზე მივიდნენ, მივიდნენ სამშობლოს სიყვარულის მოტივით.
„მეც თავიდან ვამბობდი და იმავეს ვამბობ – არ იფიქროთ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ. ამ ადამიანების უმეტესობა ახლა გავიცანი. რაც ჩვენ გვაერთიანებს არის ის, რომ იმ დღეს იქ მისული ვიყავით ქვეყნის სიყვარულისთვის. ამაში დარწმუნებული ვარ. სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანი არ არის კრიმინალი. ჩვენ გვაქვს მთავარი უპირატესობა – მეტი მორალი, მეტი ზნეობა და მეტი რწმენა. ბატონო მოსამართლე, ამას ნახავთ თქვენ პროცესის მიმდინარეობისას, რადგან აქ არავინ არის საქართველოს მტერი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…