– სადაც მოდის ან მისი გავლენა იზრდება ან ომი, ნგრევა და სიკვდილია – ამ ფონზე კი, „ქოცები“ გვიყვებიან ზღაპარს „მშვიდობასა“ და „ნეიტრალიტეტზე“!

სადაც მოდის ან მისი გავლენა იზრდება ან ომი, ნგრევა და სიკვდილია – ამ ფონზე კი, „ქოცები“ გვიყვებიან ზღაპარს „მშვიდობასა“ და „ნეიტრალიტეტზე“! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „რუსი და მშვიდობა“ იგივეა, რაც „ვეგანი მგელი“.
„რუსეთის „პარტნიორობა“ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ან ომს ან ღალატს ან ორივეს ერთად.
მაგალითები ყველამ ვიცით: სომხეთი – სამჯერ სთხოვა სამხედრო დახმარება. სამჯერვე კრემლმა უყურა და გაჩუმდა.
სირია – ასადის რეჟიმი დაიცვეს?
ირანი – სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთს დრონებს აწვდიდა. ახლა ირანი იბომბება, კრემლი უყურებს!
„რუსი და მშვიდობა“ – ეს აბსურდია ისე, როგორც ვეგანი მგელი და ვინც ამას ვერ ხედავს, ან თავს ისულელებს, ან უკვე გაყიდა თავისუფლება და სინდისი ვერცხლზე.
ერთი კითხვა ყველა პროპაგანდისტს: დაასახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი შევიდა და მშვიდობა დამყარდა. ბოლო ათწლეულების ისტორიამ დაადასტურა, რომ მეტი ევროპა ნიშნავს მეტ მშვიდობას, დაცულობას და ცხოვრების საუკეთესო პირობებს. ამიტომ არის საქართველოს არჩევანი ევროპა და არა რუსული ჭაობი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე