ანექსიის სტრატეგიაზე გადავიდა, არა მარტო მარიონეტული ხელისუფლების დახმარებით, არამედ საქართველოს უმოქმედო ხელისუფლების ხელშეწყობითაც

პირდაპირ ჩანს, რომ ოკუპაციიდან ანექსიის სტრატეგიაზე გადავიდა და ამას აკეთებს არა მარტო მარიონეტული ხელისუფლების დახმარებით, არამედ საქართველოს უმოქმედო ხელისუფლების ხელშეწყობითაც, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხს.
მისი თქმით, საქართველოს სუვერენული ტერიტორიაა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ეროვნულ პოზიციად ვერ ჩაითვლება.
„მე არ ვამბობ, რომ რაიმე დიდი ზემოქმედება შეგვიძლია, მაგრამ საერთაშორისო თვალსაზრისით, ყველამ ვიცით, რომ არის საქართველოს სუვერენული ტერიტორია. როცა ამის შესახებ განცხადებაც არ კეთდება, ეს ეროვნულ პოზიციად ვერ ჩაითვლება. ეს არის ყველაზე მეტად სამწუხარო და ნამდვილად იქნება საჩუქარი, რომ აფხაზეთის ლამაზი კუთხის, ლამაზი ნაწილი, პუტინის პირად საკუთრებად გადაიქცეს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?