– როცა „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს გულისხმობს უფლებას, რომ ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ შეუზღუდავად იძალადონ, ძარცვონ და გაყიდონ საქართველო

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე და მისი რეჟიმია, ამიტომ ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ მოსაშორებლად! – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნამდვილი დამოუკიდებლობა ნიშნავს ხალხის და ქვეყნის უფლებას თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი.
„როცა „ქართული ოცნება” დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს გულისხმობს უფლებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ შეუზღუდავად იძალადონ, ძარცვონ და საქართველო გაყიდონ.
„ქოცის“ გზავნილი „დამოუკიდებლობა ყველასგან” სინამდვილეში ნიშნავს კრემლის ნარატივების მექანიკურ გამეორებას, ევროკავშირთან და ამერიკასთან მიზანმიმართულ დაპირისპირებას, რაც რუსული გეგმაა, რომელიც საქართველოს მარტოს დაუცველად ტოვებს.
„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ“, „ქოცისთვის” სინამდვილეში ნიშნავს ქართველი ხალხის 83%-ის ნებისა და ევროპული არჩევანის დაბლოკვას. „ჩვენში” გულისხმობენ არა ქართველ ხალხს, არამედ ივანიშვილს და მის ძალადობრივ დაჯგუფებას.
ნამდვილი დამოუკიდებლობა ნიშნავს ხალხის და ქვეყნის უფლებას თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი.
„ქართული ოცნება” ცდილობს, დამოუკიდებლობის იდეა გადააქციოს რუსულ „სუვერენულ დემოკრატიად”, ცრუ პატრიოტიზმად, სადაც ხალხი დამონებულია, თავისუფლება — წართმეული, ქვეყანა — დაუცველი და გაძარცული.
მოკლედ, ცრუ პროპაგანდას არ დავუჯეროთ. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე და მისი რეჟიმია, ამიტომ ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ მოსაშორებლად!” – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე