– რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა

უნდათ, ლეგიტიმაციის ილუზია შექმნან, თითქოს ხალხის უმრავლესობა მათ მხარესაა; ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას და ოპოზიციისა და პროტესტის დემორალიზებას, რომ დაგვაჯერონ, თითქოს წინააღმდეგობას აზრი არ აქვს,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი , „გორბის“ კვლევას.
მისი თქმით, „მთავარია, ყველამ დროზე გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა და დავიწყოთ სვლა რეალური ერთიანობისკენ“.
„გორბის“ ბოლო „კვლევა“ და ე.წ. ხელისუფლების შიდა დაპირისპირება ერთს გვაჩვენებს, რეჟიმი სერიოზულ კრიზისშია.
რატომ ავრცელებენ ყალბ კვლევებს? – უნდათ ლეგიტიმაციის ილუზია შექმნან, თითქოს ხალხის უმრავლესობა მათ მხარესაა; ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას და ოპოზიციისა და პროტესტის დემორალიზებას, რომ დაგვაჯერონ, თითქოს წინააღმდეგობას აზრი არ აქვს.
ამ კრიზისის გამოხატულებაა, ასევე შიდა დაპირისპირების გაღრმავება, რადგან იციან, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
სიმართლე მარტივია, ბოლო კვლევებმა აჩვენა, ოპოზიციის ჯამური მხარდაჭერა არის 57%, „ქართული ოცნების“ – მხოლოდ 35%.
როცა გაერთიანებისთანავე 57% ხალხის მხარესაა და 35% რეჟიმის, შიდა დაპირისპირებაში ჩაფლული რეჟიმი მარცხდება. მთავარია, ყველამ დროზე გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა და დავიწყოთ სვლა რეალური ერთიანობისკენ”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „გორბმა“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, კითხვაზე, პარლამენტის ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.
გამოკითხულთა 10,7% „ლელო – ძლიერ საქართველოს“ ასახელებს; 10% – „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას“; 7,5% – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“;
3,2% – „გირჩს“; 1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“; 1,1 % – სხვა პარტიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე