– რეჟიმი იქამდეც მივა, რომ „ფეისბუქზე“ სტატუსის გამო დაიწყებენ ადამიანების დასჯას – ეს პროტესტი თუ დამარცხდება, „დემოკრატია“ და „სიტყვის თავისუფლება“ სალანძღავი სიტყვა გახდება

ოპოზიცია ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ მათ წინააღმდეგ, ოპოზიცია საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
„ვიცით, რეჟიმი იქამდე მივა, რომ უბრალოდ, „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო დაიწყებენ ადამიანების დასჯას და დევნას. ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ საქართველოს გადარჩენისთვის, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს რეჟიმი ჩვენს წინააღმდეგ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, მან ხელისუფლების მიმართ სანქციების გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სანქციებით დემოკრატიული ქვეყნები ეხმარებიან ქვეყანაში დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას.
„თუმცა, როგორც არსებობს დემოკრატი ქვეყნების კლუბი, ასევე არსებობს ავტოკრატი ქვეყნების და ლიდერების კლუბი. ავტოკრატი ქვეყნების ლიდერების კლუბი „ქართულ ოცნებას“ ეხმარება. შემთხვევითი არ არის მათი დაახლოება პუტინთან, ირანთან და ჩინეთთან. ჩვენ დღეს რა რეალობაშიც ვართ, ესეც სანატრელი გაგვიხდება, თუ ეს საპროტესტო მოძრაობა დამარცხდება. პირდაპირ გეტყვით, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაც სალანძღავი სიტყვა გახდება ამ ქვეყანაში ლიბერალიზმთან ერთად, თუ ეს მოძრაობა დამარცხდება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროფესიის ადამიანის პროტესტი და „ამ თვალსაზრისით „ახალი თეატრის“ მსახიობების გუშინდელი მანიფესტიც შთამბეჭდავი იყო“.
„ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა, ისინი მსახიობები არიან. პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა შთამბეჭდავია და ძალიან ბევრ ადამიანზე ახდენს გავლენას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე