– რეჟიმი ამბობს: თქვენ როგორც გინდათ ისე კი არ იცხოვრებთ, არამედ ივანიშვილს როგორც უნდა, ისე – არა ფარსს, არა ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებს, ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო და ხალხმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი

არა ფარსს, არა ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებს. ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო და ხალხმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი. მე არ მინდა, რომ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი წყვეტდეს ჩვენს მომავალს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა თსუ-ის პირველ კორპუსთან, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობა უნდა გაიმართოს.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, დღეს თსუ-ის ეზოში შეკრებილ მოქალაქეთა რაოდენობა და პოზიცია მოწმობს იმას, თუ რა სურს ხალხს.
„რეჟიმის მთავარი პროპაგანდაა, რომ თითქოს პროტესტი არ არის, ხალხი არ არის. სიცხის მიუხედავად, ნახეთ, რომ მთელი მოედანი სავსეა. ამ ქვეყანას პატრონად ჰყავს საქართველოს მოქალაქე, რეჟიმი კი ამბობს ასეთ რამეს, რომ თქვენ როგორც გინდათ ისე კი არ იცხოვრებთ, არამედ ივანიშვილს როგორც უნდა ისე იცხოვრებთ, ქართველ ხალხს რაც უნდა, ის კი არ უნდა გავაკეთოთ, ივანიშვილს რაც უნდა, ის გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ივანიშვილის მიხედვით უნდა ვიცხოვროთ თუ არა, ივანიშვილის, რომელიც გვეუბნება “არა ევროპას” , “არა განვითარებას, არა ცივილიზაციას”, თუ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს უნდა, იყოს დაცული, უსაფრთხოდ, საქართველო იყოს მშვიდობიანი და ძლიერი“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე