– რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია, როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას

საქართველოში დღეს ყველა გრძნობს, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. გაბრაზება, იმედგაცრუება და მზადყოფნა ერთდროულად იზრდება. ეს არის ასევე ისტორიული გარდატეხის წინაპირობა – როდესაც რეჟიმს ღიად აკრიტიკებს , ევროპარლამენტი და დემოკრატიული მსოფლიო, ის მარტო რჩება, დიქტატურა, რომელიც მარტო რჩება, იმსხვრევა როგორც ბზარიანი მინა,- ამის შესახებ „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, „რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია, როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას“.
„ხშირად გვეკითხებიან – რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ რეჟიმი იშლება?
პასუხი მარტივია: ეს არ არის სურვილი, ეს არის გარკვეული კანონზომიერება, მექანიზმი, რომელიც ამსხვრევს ყველა დიქტატურას და ეს მექანიზმი უკვე ამოქმედებულია საქართველოშიც.
პირველი – შიდა განხეთქილება და წინააღმდეგობა. როდესაც რეჟიმის საყრდენები ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური ტოვებენ სისტემას – ეს ნიშნავს ერთს: შიგნითაც აღარ სჯერათ, რომ რეჟიმი გადარჩება. ერთობის ნაცვლად მოდის შიში, უნდობლობა და გადარჩენის ინსტინქტი. არის შიდა ჩამოშლის დასაწყისია.
მეორე – ელიტის (ფინანსური, კულტურული) დისტანცირება, თავის შორს დაჭერა იმ დონემდე რომ რეჟიმის მარცხი, მათი პერსონალური მარცხი არ გახდეს. ეს არის ავტოკრატიის ტიპური დაშლის ეტაპი, ჯერ შიდა საყრდენები ეცლებიან, მერე გარემოცვაც დისტანცირება.
მესამე – ხალხის მოლოდინის ამოწურვა. საქართველოში დღეს ყველა გრძნობს, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. გაბრაზება, იმედგაცრუება და მზადყოფნა ერთდროულად იზრდება. ეს არის ასევე ისტორიული გარდატეხის წინაპირობა.
მეოთხე – საერთაშორისო იზოლაცია. როდესაც რეჟიმს ღიად აკრიტიკებს , ევროპარლამენტი და დემოკრატიული მსოფლიო, ის მარტო რჩება. დიქტატურა, რომელიც მარტო რჩება, იმსხვრევა როგორც ბზარიანი მინა. ეს ბზარები უკვე თვალსაჩინოა.
რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია, როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას. ეს უკვე არ არის უბრალოდ შესაძლებლობა, ეს არის ეროვნული ამოცანა და პასუხისმგებლობა.”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს