„ქართული ოცნება“ ტრამპს „ომის პარტიის“ წევრად აცხადებს, „ქოცკომედია“ დასრულებულია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, რეჟიმი ყოველდღიურად კარგავს ლეგიტიმაციას ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო ასპარეზზე.
„ქართული ოცნება“ ტრამპს „ომის პარტიის“ წევრად აცხადებს, „ქოცკომედია“ დასრულებულია.
როდესაც რეჟიმი ღიად აცხადებს, რომ ნატოს გაძლიერება პრობლემაა, უკრაინის შეიარაღება საშიშია, რუსეთის დასუსტება მიუღებელია – ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რეჟიმი აღარ მიიჩნევს თავს დასავლური სამყაროს ნაწილად.
ეს აღარ არის პოლიტიკური თამაში. ეს არის პირდაპირი არჩევანი იდგნენ მტრის მხარეს.
„ქართული ოცნება“ დღეს ერთად ებრძვის დასავლეთს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ამას არ აქვს არანაირი გამამართლებელი არგუმენტი.
რეჟიმი ყოველდღიურად კარგავს ლეგიტიმაციას ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო ასპარეზზეც.
გრძელდება სანქციები ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე. შესაბამისად, საზოგადოებამაც დღითიდღე უნდა გააძლიეროს პასუხი ამ უკანონობაზე.
ფაქტია, საქართველო დღეს იმართება ოლიგარქის ახირებებით, მაშინ როცა ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც კი არ ყიდის, არამედ იცავს საქართველოს.
რეჟიმის საქმე წასულია, მათ არასწორი მხარე აირჩიეს, მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია და ეს დრო ჩვენს გაბედულებაზე და ერთიანობაზეა დამოკიდებული“, – აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.
