რაც არ უნდა გავამკაცროთ ჩვენ რეგულაციები ლეგალური ფულის შემოწირვის, არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ე.წ. შავი ბუღალტერია მაინც იმუშავებს, შეიძლება გავრცელდეს ოპოზიციაზე, მაგრამ „ქართულ ოცნებაზე“ არასდროს არცერთი რეგულაცია არ გავრცელებულა, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ 3%-ია ოპოზიციის დამფინანსებელი და 97%-ი იურიდიული პირი – „ქართული ოცნების“.
„რისი გვჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი მოახდენს საკუთარი თავის დემონტაჟს? რაღაც საბავშვო ჟანრია. „ქართული ოცნება“ თავის თავს დაისჯის? რაც წერია იქ, ჩავატარებთ სასამართლო რეფორმას და რა არის თურმე სასამართლო რეფორმა, რომ საქმეების განაწილების წესი შეიცვლება, მოსამართლეები დაინიშნება და არ იქნება რიგები სასამართლოში. ეს არის პრობლემა? მურუსიძე სად იქნება? მურუსიძე იჯდება, პრობლემა არ არის. ღონისძიებათა შესყიდვების პროცედურა გახდება უფრო გამჭვირვალე, გახდა გამჭვირვალე და რა? კორუფციაში ვერ შევა „ქართული ოცნების“ 28 მილიონერი რომ ზის პარლამენტში და ტენდერებს რომ იგებენ ვერ გააკეთებენ, თუ რა შეიცვლება? – გააკეთებენ. რაც შეეხება ოპოზიციის დაფინანსებას, აბსურდია საერთოდ. სტატისტიკა ავიღოთ, მხოლოდ 3%-ია ოპოზიციის დამფინანსებელი და 97% იურიდიული პირი არის „ქართული ოცნების“. 20 მლნ, რომლის დეკლარირებასაც არჩევნებიდან არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ახდენს, ვითომ შემოწირულება 20 მლნ შემოვიდა, სინამდვილეში არის 300 მლნ. დანარჩენი გადატანილია „შავ ბუღალტერიაში“, რაც არ უნდა გავამკაცროთ ჩვენ რეგულაციები ლეგალური ფულის შემოწირვის არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ, რომ ე.წ. შავი ბუღალტერია „ქართული ოცნების“ მაინც იმუშავებს, შეიძლება გავრცელდეს ოპოზიციაზე, მაგრამ „ქართულ ოცნებაზე“ არასდროს არცერთი რეგულაცია არ გავრცელებულა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.