პაატა მანჯგალაძე – რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, არის იაფფასიანი პროპაგანდა, მათი ბნელი ფანტაზიები, აშინებენ ხალხს, თითქოს თუ ჩვენ ვიქნებით, უბედურება მოხდება – მარტივადაა საქმე: ესენი რომ არ იქნებიან, გავხდებით ნატო-ს წევრი, ევროკავშირის წევრი

ესაა იაფფასიანი პროპაგანდა, „ქართული ოცნების“ ბნელი ფანტაზიები, აშინებენ ხალხს, თითქოს, თუ ჩვენ ვიქნებით, უბედურება მოხდება ქვეყანაში. არადა, მარტივადაა საქმე – ესენი რომ არ იქნებიან, გავხდებით ნატო-ს წევრი, გავხდებით ევროკავშირის წევრი და საქართველო იქნება ყველაზე ძლიერი, მშვიდობიანი ქვეყანა რეგიონში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, მ აღნიშნა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების მიერ სთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობდა.
როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, რასაც „ქართული ოცნება“, მისი ლიდერები საუბრობენ, ესაა ზიზღისა და სიძულვილის ენა.
„ჩვენ 26 ოქტომბერს გვაქვს ძალიან მარტივი არჩევანი. ან ვირჩევთ, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს: დაპირისპირება, გახლეჩა, ან ვირჩევთ ერთიანობას. ჩვენ ასეთი არჩევანი გვაქვს, ერთიანობა დაყოფის წინააღმდეგ. გამხლეჩი, გამყოფი, დამაპირისპირებელი არის „ქართული ოცნება“, გამაერთიანებლები ვართ ჩვენ. ამიტომ მარტივია არჩევანი. რასაც „ქართული ოცნება“, მისი ლიდერები საუბრობენ, ესაა ზიზღისა და სიძულვილის ენა. რისთვის სჭირდებათ? იცით გამოთქმა „გათიშე და იბატონე“, არავინ აპირებს არც გათიშვას და არც „ქართული ოცნების“ ბატონობის გაგრძელებას.
ესაა იაფფასიანი პროპაგანდა, მათი ბნელი ფანტაზიები, აშინებენ ხალხს, თითქოს, თუ ჩვენ ვიქნებით, უბედურება მოხდება ქვეყანაში. არადა მარტივადა საქმე – ესენი რომ არ იქნებიან, გავხდებით ნატო-ს წევრი, გავხდებით ევროკავშირის წევრი და საქართველო იქნება ყველაზე ძლიერი, მშვიდობიანი ქვეყანა რეგიონში.
ახალი სანქციების დაწესება ჩვენ არასდროს მოგვითხოვია, არ მესმის რაზეა საუბარი. მაშინ აღიარონ, რომ ევროპული და ამერიკული სანქციების გვერდის ავლის მექანიზმია საქართველო. მარტივადაა საქმე, თუ მაქვს მე არჩევანი მაჰაჩყალაში ვიფრინო, ბრიუსელში, ვენაში, ბერლინში, რა თქმა უნდა, ბრიუსელს, ვენასა და ბერლინს ვირჩევ მაჰაჩყალის ნაცვლად“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესავდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. „თუკი ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც, როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით,“- განაცხადა პაპუაშვილმა.