დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მაღალი ფასები, მიგრაცია, უმუშევრობა მოგონილი და პროპაგანდაა. – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ეს უსამართლობა დიდი ხანი არ გაგრძელდება და „ხალხი აუცილებლად მოიშორებს მათ [„ქართულ ოცნებას“]“
„ერთი თვეც არ არის გასული რაც “გამარჯვების კოალიციამ” განვაცხადეთ, რომ მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგში ადამიანს და მისი პრობლემის მოგვარებას დავაბრუნებდით. დღეს უკვე ყველას უწევს ამ რეალობისთვის თვალის გასწორება.
მხოლოდ ივანიშვილი და მისი პარტია ცდილობს გაექცეს ხალხის სამართლიან შეკითხვებს, რატომ არის საქართველოში ყველაზე ძვირი პროდუქტები? რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან? რატომ მდიდრდება მხოლოდ ივანიშვილი და მისი კლანი და რატომ ღარიბდება ხალხი? მათი კომენტარები ნათლად მიუთითებს, რომ ისინი სრულიად დაშორებულები არიან ხალხს. დიდი პოლიტიკური სიბრიყვეა, როცა ივანიშვილის პარტია მუდმივად უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მაღალი ფასები, მიგრაცია, უმუშევრობა მოგონილი და პროპაგანდაა.
მაშინ, როცა მოქალაქეზე უკეთ ვინ იცის თუ რა პრობლემებთან უწევთ ყოველდღიურად გამკლავება. ეს უსამართლობა დიდი ხანი არ გაგრძელდება ხალხი აუცილებლად მოიშორებს მათ“, – პაატა მანჯგალაძემ.