პაატა მანჯგალაძე – პირველად ვნახე თავისი პოლიტიკური აღსასრულისთვის ასე ჩქარობდეს პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“ აღარ ჰქვია ამ პარტიას, უნდა დავარქვათ „რუსული კოშმარი“

პირველად ვნახე თავისი პოლიტიკური აღსასრულისთვის ასე ჩქარობდეს პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“ აღარ ჰქვია ამ პარტიას, უნდა დავარქვათ „რუსული კოშმარი“, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” წილი ნაყარი და არჩევანი გაკეთებული აქვს”.
“ვეტოს დაძლევით “ქართული ოცნების” “სიამაყეს” რას შეეხება – პირველად ვნახე თავისი პოლიტიკური აღსასრულისთვის ასე ჩქარობდეს პოლიტიკური პარტია. ვნახეთ, სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ეს არის რუსული სახელმძღვანელოდან პირდაპირ გადმოტანილი კანონი და ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები მათთვის, ვინც ამ კანონს მიიღებს და არა საქართველოსთვის. “ქართულ ოცნებას” მივმართავ და მის პროპაგანდისტებს – კიდევ ვინ უნდა თქვას, რომ ეს კანონი რუსულია და ამაზე დისკუსია დავასრულოთ. ბაიდენის განცხადება გინდათ? შეიძლება იყოს ბაიდენის განცხადებაც. უბრალოდ, თქვენთან [„ქართულ ოცნებასთან“] საუბარს აზრი არ აქვს. წილი ნაყარი აქვს “ქართულ ოცნებას” და არჩევანი გაკეთებული აქვს.
თქვეს, რომ ევროპულ პერსპექტივაზე; ამერიკაში უვიზო მიმოსვლაზე; იმ სიკეთეებზე, რაც საქართველოს მოქალაქეს ელოდება, უფრო პრინციპულად მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ რაც გვინდა, ის გავაკეთოთ, რომ იქნებ დავრჩეთ ხელისუფლებაში რუსეთთან ერთად.
სწორედ დაგარქვათ ხალხმა სახელი – ეს რუსულიდან შთაგონებული კი არაა, ესაა რუსული ღალატი. დღეის შემდეგ “ქართული ოცნება” უნდა ჩამოვაყალიბოთ “რუსულ კოშმარად”. “ქართული ოცნება” აღარ ჰქვია ამ პარტიას, უნდა დავარქვათ “რუსული კოშმარი”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”