პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევაზე – გეკითხებით „ოცნების” ლიდერებს, ეს ქმედებები, თქვენი არჩეული ძალადობრივი გზა სად მიგიყვანთ თუ არა კრემლში? – კი ევროპას! საქართველო არასდროს გახდება რუსეთი!

კარგია, თქვენც გიგრძნიათ რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოგიტანათ და ამ პოლიტიკურ ჭაობში თქვენი ფორთხიალი კიდევ უფრო მოასწრაფებს თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, მ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისზე თავდასხმას და მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.
„ის ვანდალიზმი, რომ ხელისუფლების ზონდერ ჯგუფები შეიჭრნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და სასტიკად დაარბიეს, მიუთითებს იმაზე, რომ დამფრთხალ ივანიშვილს ეშინია არჩევნების. პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები ორი დღის წინ ნიშნის მოგებით საუბრობდნენ, კი მივიღეთ „რუსული კანონი“, მაგრამ რუსეთში გავიღვიძეთო? მადლობა ღმერთს ქართველი ხალხის დამსახურებით საქართველო არასდროს გახდება მაგრამ გეკითხებით, წუხელ მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევა რუსული ქცევაა თუ ევროპული? სამართალდამცავების მხრიდან ოპოზიციურ ლიდერებზე თავდასხმა რუსულია თუ ევროპული? სამოქალაქო აქტივისტების ცემა რუსული ქცევაა თუ ევროპული? მოქალაქეების სახლებთან ზონდერების დახვედრება და ცემა არის რუსული ქცევა თუ ევროპული? ძალოვანი უწყებების რეპრესიულ მექანიზმებად გამოყენება, ვგულისხმობ სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას და მათ წინააღმდეგ საქმეების აღძვრას, რუსული ქცევაა თუ ევროპული?
გეკითხებით „ქართული ოცნების” ლიდერებს, ეს ქმედებები, თქვენი არჩეული ეს ძალადობრივი გზა სად მიგიყვანთ თუ არა კრემლში? კარგია, თქვენც გიგრძვნიათ რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოგიტანათ და ამ პოლიტიკურ ჭაობში თქვენი ფორთხიალი კიდევ უფრო მოასწრაფებს თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს. კი ევროპას! საქართველო არასდროს გახდება რუსეთი!” – განაცხადა მანჯგალაძემ