პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულებზე – არ მინდა ეს ხალხი იმედგაცრუებული დარჩეს, ვიცი, ფინალი რა იქნება – ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთად მოგვიწევს ბრძოლა, ცუდ შემთხვევაში თამაშგარე აღმოჩნდებიან

არ მინდა ეს ხალხი [„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული] ბოლოს იმედგაცრუებული დარჩეს, ვიცი, ფინალი რა იქნება – ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთად მოგვიწევს ბრძოლა, ცუდ შემთხვევაში თამაშგარე აღმოჩნდებიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა მ ტელეკომანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტკური სივრცე“ განაცხადა.
წამყვანის კითხვას, მოუწევს თუ არა ს ბოლოს მათთან მისვლა, მანჯგალაძე შემდეგნაირად პასუხობს: „რა თქმა უნდა, ან თამაშგარე იქნება“.
მანჯგალაძე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრები პარტიიდან ყოველდღიურად ცალ-ცალკე წასვლით „ქართული ოცნების“ პროპაგანდას უწყობენ ხელს.
„შეიძლება უსამართლოდ მოგექცნენ ან განცდა გქონდეს, რომ უსამართლოდ მოგექცნენ. ვერ ვხვდები, საკრებულოს წევრები ყოველ დღე რატომ მიდიან, ხომ შეიძლება შეთანხმდნენ და ერთ დღეს წავიდნენ. ეს რას ემსახურება? ყოველ დღე ამ პროპაგანდას ვზრდით, რომ ვიღაც იშლება, სუსტდება, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა გახარებულია. ხომ შეიძლებოდა შეთანხმება, ლაპარაკი. მიშამ გამოაქვეყნა თანხმობის დოკუმენტი, შეთანხმების სივრცე არსებობდა. ვერ ვიგებ, რას ემსახურება ეს ყველაფერი“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის საკითხს, როგორც მანჯგალაძე ამბობს, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ მის წინააღმდეგ მიცემული ხმებიდან წაიღებს ხმებს, ანუ იმ პარტიების ხმებიდან, რომლებიც 5%-ს ვერ გადალახავენ.
„ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთი დისკუსიის დროს პირდაპირ მითხრა, რომ ამ დაბალმა ბარიერმა ვერანაირი უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები ვერ მოგვცაო. ახლა ფიქრობენ, რომ მის წინააღმდეგ მიცემული ხმებიდან წაიღებს ხმას. ამაზე კარგი მექანიზმი რა არის. ჯამი იმ პარტიებისა, რომელიც 5%-ს ვერ აიღებს, შეიძლება იყოს 20%, რაც უდრის 30 მანდატს და „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ 30 მანდატიდან კიდევ ყველაზე მინიმუმ 15 მიიმატოს და რატომ იტყვის ამაზე უარს?“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვების კამპანიისთვის ემზადება.
„გამარჯვების კოალიციამ“ მოგვცა შესაძლებლობა, იმაზე კი არ ვისაუბროთ, ბარიერს გადავლახავთ თუ არა, არამედ ხალხი დავარწმუნოთ, რომ ცვლილებები შესაძლებელია. გამარჯვების კამპანიისთვის ვემზადებით. ყველაფერი ვცადეთ: მესამე გზის კამპანია და სპონსორები გაგვიქციეს; ვცადეთ გაერთიანებადა არ გამოვიდა. პასუხისმგებლობა ავიღეთ. ქვეყანა არის გამოსახსნელი რეჟიმისგან, რუსული საფრთხე რეალურია. ადრე ხომ იძახდნენ, ევროპა არის ქიმერა და არ არსებობსო, ახლა რეალური შანსია, რომ ქვეყანა ევროკავშირის წვერი გახდეს, ამისთვის ვართ გამარჯვების კოალიციაში“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ამის ზეიმს იმიტომ აპირებს, რომ ნახა, პროცესს ხელს ვერ შეუშლის.
„ქართული ოცნება“ იმიტომ აპირებს იზეიმოს, რომ ნახა, რომ ამ პროცესის ხელის შეშლა არ შეუძლია, გეოპოლიტიკურადაა ეს პროცესი გადაწყვეტილი. ნახა, რომ არც რეკომენდაციების შესრულებაზე ყოფილა მთლად დამოკიდებული; ნახა, რომ თურმე, ქართველი ხალხის 80%-ის ნებას ანგარიშს უწევენ; ნახა ის, რომ კანდიდატის სტატუსის არმიცემამ, შეიძლება, იმედგაცრუება და ნიჰილიზმი გამოიწვიოს ქვეყანაში. ბევრი ფაქტორია, რის გამოც საქართველომ შეიძლება დადებითი რეკომენდაცია მიიღოს. საქმე ის არაა, ვინ ჩაიწერს ამას. ისაა გამარჯვება, რომ ისინი იძულებულები არიან პროდასავლურ რელსებზე დაბრუნდნენ. წელიწად ნახევარი პროპაგანდა ჰქონდათ, უამრავი რესურსი ჩაასხეს. „ხალხის ძალის“ სახით სპეციალური ჯგუფი შექმნეს და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მაინც 85%-ს უნდა ევროპა, მაინც ვიღებთ თურმე კანდიდატის სტატუსს. ახლა ფიქრობენ – ამ პროცესში ჩათრევას, ჩავყვეთ და საერთოდ ისე არ დავრჩეთო“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოების პაკეტზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ს პოზიციას, რომ უკრაინის წევრობას არ ეთანხმება, მანჯგალაძე ფიქრობს, რომ „ბოლოს საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს“.
„საერთო ჯამში, ალბათ შეძლებენ ორბანთან მოლაპარაკებას. დღემდე ვერ გავარკვიე, რა უნდა ამ კაცს. ევროსკეპტიკოსი რომაა, გავარკვიე; პუტინს რომ უხარია, ხანდახან ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ მაინც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და მგონია, რომ ბოლოს საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.