პაატა მანჯგალაძე – მსოფლიოში დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის აშშ-სა და საქართველოშიც

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, -ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და ტრამპს გამოჯანმრთელება უსურვა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის საქართველოში.
“მსოფლიოში დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის აშშ-სა და საქართველოშიც. “ქართული ოცნების” დღევანდელი ქმედებები მაშინ, როცა დემოკრატიულ სამყაროსთან უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, კონსპირაციების თეორიებს აბრალებენ ჩვენს პარტნიორებს, რაც არის აშშ-ის შეურაცხყოფა. ჩვენ გვჭირდება არა ისეთი მთავრობა, რომელიც კიდევ ახალ-ახალ ბარიერებს გააჩენს აშშ-სთან, არამედ მთავრობა, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან უფრო ახლოს იქნება საქართველოსთვის, საქართველოს ინტერესებისთვის. ვგმობ ყველანაირ ძალადობას და დონალდ ტრამპს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.