– მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში

გუშინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების ფაქტი და დღეს რიჟვაძის მძიმე შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული – მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, „ეს არის რუსული მმართველობის ფორმა სადაც ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე არავის ინდობენ.“
„გუშინ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების ფაქტი და დღეს რიჟვაძის მძიმე შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული. მათ შორის ის ადამიანებიც რომლებსაც დიდი როლი აქვთ რეჟიმის ამ სახით ფორმირებაში.
სწორედ ეს არის რუსული მმართველობის ფორმა სადაც ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე არავის ინდობენ.
რუსეთშიც იჭერენ და ფანჯრიდან ცვივა ის ადამიანები, რომლებიც სისტემას ემსახურებიან, იცით რატომ? – იმიტომ რომ იქ ადამიანს, მის სიცოცხელს, ღირსებას, თავისუფლებას არანაირი ფასი არ აქვს.
ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის მოქალაქის პირად უსაფრთხოებასა და მშვიდობასთან სასიცოცხლოდ დაკავშირებული საკითხი.
სწორედ ამიტომ პოლიტიკაში არ ვერევი კი არა, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ მოძალადე რეჟიმი საქართველოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს