პაატა მანჯგალაძე – მორიგ ფასადურ ცვლილებას გვთავაზობენ

ბიძინა ივანიშვილი ერთობა – ველოსიპედს უკან ღარიბაშვილი მიუჯდება და წინ გადმოჯდება , ეს თამაში სჭირდება საარჩევნოდ, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს ახალი ცოცხი უკეთ გვის, მაგრამ კობახიძე ძველი ცოცხია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, ამ პოსტს კი კობახიძის ნაცვლად, ღარიბაშვილი დაიკავებს.
მანჯგალაძის თქმით, ხალხისთვის არაფერი იცვლება და შედეგები ამ თვალსაზრისით, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებამ შეიძლება მოიტანოს.
„ქართულ ოცნებას” მოუწია იმ ეკონომიკური ჩავარდნის აღიარება, რაც ქვეყანაშია და მორიგ ფასადურ ცვლილებას გვთავაზობენ. ახლა გვეუბნებიან, რომ ველოსიპედს წინ მიუჯდება კობახიძე და ღარიბაშვილი მიუჯდება უკან, თამაშია ერთგვარი. რა თქმა უნდა ირაკლებისთვის რაღაც შეიცვლება, მაგრამ ხალხისთვის – არაფერი. უარესიც არის ეს, რადგან კობახიძეს არანაირი შეხება არ აქვს ეკონომიკასთან, არც სამუშაო ადგილებთან, არც დასაქმებასთან. ეს ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” ხალხის პრობლემები არ ანაღვლებს. ერთობა, ველოსიპედს უკან ღარიბაშვილი მიუჯდება და წინ გადმოჯდება კობახიძე. ეს თამაში სჭირდება საარჩევნოდ, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს ახალი ცოცხი უკეთესად გვის, მაგრამ კობახიძე არის ძველი ცოცხი, რადგან პარტიის თავმჯდომარე იყო, ნომერ პირველი პირი და ქვეყნის ეკონომიკისთვის, მოქალაქეების დასაქმებისთვის არაფერი გაუკეთებია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს დღის წესრიგს, რომ საჭიროა რეალური ცვლილებები, გადაჯდომა- გადმოჯდომა გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც …

ჯო უილსონი – ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა