პაატა მანჯგალაძე – მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და შეიძლება იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ ამ წუთას შესაძლებლობა იმის, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი ვერ ვხედავ

მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და ამიტომ შეიძლება იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ დღეის მონაცემით, ამ წუთას შესაძლებლობა იმის, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მუდმივად კომუნიკაცია აქვთ.
„2020 წელს „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასახელებული იყო პრემიერობის კანდიდატად და არსებული კანონმდებლობის პირობებში ამაზე არანაირ პრობლემა არ ყოფილა. ეს სრულიად შეესაბამებოდა საქართველოში არსებულ კანონმდებლობას. 2020 წლის შემდეგ ამ მიმართულებით არსებითი ცვლილება კანონმდებლობაში არ შეცვლილა, შესაბამისად, არ მგონია, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობდეს. თუმცა „ქართულ ოცნების” მხრიდან გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ამ ინიციატივას. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია მასთან გვაქვს, მან რამდენიმე თვით ადრე გამოაცხადა ამ პოლიტიკური აქტივობის შტაბის აუცილებლობის შესახებ და ეს პროცესი ნელ-ნელა წინ მიდის. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და ამიტომ შეიძლება იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ დღეის მონაცემით, ამ წუთას შესაძლებლობა იმის, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი ვერ ვხედავ. ჩვენ ველოდებით არჩევნებს, ეს არის ის მოცემულობა, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ”, – განაცხადა მანჯგალაძემ. გარდა ამისა, მანჯგალაძის შეფასებით, კარგი იქნება, თუ და შუა პარტიები შეძლებენ ისეთი ცენტრის ფორმირებას, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ხელისუფლებაში მოვა. “პარალელურად ნეგატიური პიარის ორგანიზება კიდევ რთულია, ბარემ ფრონტი “ნაციონალურ მოძრაობასთან” გახსნილი აქვთ და ყველას “ნაცს” ეძახიან და უნდათ ერთ ხარჯზე გამოვიდნენ. არსებობენ სხვა ხალხი ბუნებაში, რომელთაც არც “ნაციონალური მოძრაობა” არ მოსწონთ – ასეთი ხალხი არიან, მაგრამ ესენი უმრავლესობაში არ არიან. კარგი იქნება სალომე ზურაბიშვილი და შუა პარტიები შეძლებენ ისეთი ცენტრის ფორმირებას, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ხელისუფლებაში მოვა”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”