– მივმართავ ს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს

მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხელისუფლება იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მოსახლეობის დაშინების გარდა, ხალხისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მანჯგალაძე პრემიერს მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების დატოვება ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს“.
„მესმის მათი ქვეცნობიერი შიშები საიდანაც მოდის – როცა 12 წელია ხალხის ძარცვის მეტი არაფერი გიკეთებია და მიზანმიმართულად უბლოკავ ქვეყანას ევროკავშირის პერსპექტივას, ბუნებრივია, გაფიქრებს შენი მდგომარეობა, რომ როცა ხელისუფლებაში აღარ იქნები, ამის გამო ხალხი პასუხს მოგთხოვს.
მივმართავ ს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს. ჩვენი მიზანი არ არის საქართველოს დაყოფა და დაპირისპირება, ჩვენი მიზანი არ არის გაბრაზებულ მოსახლეობას დავპირდეთ თქვენი დასჯა და განადგურება. ჩვენ არ აგყვებით საქართველოს დაპირისპირებისა და ზიზღის რიტორიკაში. მხოლოდ ერთიანობით გავიმარჯვებთ! კი კეთილდღეობას ევროპასთან ერთად! არა სიღარიბეს “ქართულ ოცნებასთან” ერთად!”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა – შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები

ალექსანდრე დარახველიძე დაკავებულ ჟურნალისტზე – დაწესებულებაში შესახლებისას შემოწმება მოიცავს გაშიშვლებას, რომ თუ სხეულზე დაზიანება არსებობს, აღიწეროს – რაც შეეხება დაკავებას, ადგილი ჰქონდა პოლიციის დაუმორჩილებლობას

ირაკლი ქადაგიშვილი – სამშვიდობო გეგმა შედგენილია ფრონტზე არსებული მდგომარეობით, იმ მხარეს, რომელიც იმარჯვებს, გაცილებით მეტი პირობები აქვს ულტიმატუმის წაყენებისათვის – უკრაინისთვის არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის