პაატა მანჯგალაძე – მთავარი სანქციები ჩვენ უნდა დავუწესოთ „ქართულ ოცნებას“ და მის რეჟიმს – 35 კმ-ში ნამდვილი მტერი, რუსეთი დგას, ეს ხალხი კი არარსებული პრობლემისგან ხალხის დახსნაზე საუბრობს

„ქართული ოცნება“ არც ერიდება – ღიად რუსულ პროპაგანდაზე არიან გადასული – მაშინ, როდესაც 35 კმ-ში აქ, ნამდვილი მტერი, დგას, ეს ხალხი საუბრობს არარსებულ პრობლემაზე და არარსებული პრობლემისგან ხალხის დახსნაზე , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ეს იმ მასშტაბის ქვეყნის ღალატია, რომ მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების სანქციები, სამოგზაურო თუ ფინანსური – არ ეყოფა.
“ქართული ოცნება” არც ერიდება, ღიად რუსულ პროპაგანდაზე არიან გადასული. საკმარისია ნახოთ მათი პროპაგანდა დასავლელი კოლონიზატორებისგან გათავისუფლება მთავარ მოთხოვნად იქცა. მაშინ, როდესაც 35 კმ-ში აქ ნამდვილი მტერი, რუსეთი დგას, ეს ხალხი საუბრობს არარსებულ პრობლემაზე და არარსებული პრობლემისგან ხალხის დახსნაზე. ეს იმ მასშტაბის ქვეყნის ღალატია, მარტო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სანქციები, სამოგზაურო თუ ფინანსური – არ ეყოფა. მთავარი სანქციები ჩვენ უნდა დავუწესოთ “ქართულ ოცნებას” და მის რეჟიმს იმისთვის, რომ ეს მავნებლობა არ გაგრძელდეს. ვიდრე ეს რეჟიმი ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება გამორიცხულია და ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებაზეც კი უარი უნდა ვთქვათ. იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” მოკავშირეც კი არ დარჩა, რომელიც გამარჯობას ეტყვის და ხელს ჩამოართმევს”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ