პაატა მანჯგალაძე – მგონი, „ქართული ოცნება“ ბნელმა ფანტაზიებმა გაიტაცა – ნახეს, რომ ტრამპს ესროლეს და რეიტინგმა აიწია, ამიტომ ფიქრობენ, რომ ბიძინას რეიტინგიც აიწევს თუ ვიტყვით, რომ ვიღაცას მისი რაღაცა უნდოდა

მგონი, „ქართული ოცნება“ ბნელმა ფანტაზიებმა გაიტაცა. ნახეს, რომ ტრამპს ესროლეს და რეიტინგმა აიწია და ფიქრობენ, რომ ბიძინას რეიტინგიც აიწევს თუ ვიტყვით, რომ ვიღაცას მისი რაღაცა უნდოდა, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, მ, რომელიც“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხებოდა.
მისივე თქმით, სჯობს საზოგადოება სხვა პრობლემებზე კონცენტრირდეს, ქვეყანა რომ არ დაიცალოს.
„მგონი, „ქართული ოცნება“ ბნელმა ფანტაზიებმა გაიტაცა. ნახეს, რომ ტრამპს ესროლეს და რეიტინგმა აიწია და ფიქრობენ, რომ ბიძინას რეიტინგიც აიწევს თუ ვიტყვით, რომ ვიღაცას მისი რაღაცა უნდოდა. სისულელეა ხალხო, ბოდვაა. ერთი მილიონი ადამიანი არის ქვეყნიდან გაქცეული, კიდევ ნახევარ მილიონზე მეტი აპირებს წასვლას. სჯობს, ამ საკითხებზე ვკონცენტრირდეთ, რომ საქართველო არ დაიცალოს, ვიდრე ბიძინას რა დაესიზმრა გუშინ საღამოს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს ში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.
სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.