– მანქანასთან 4 ადამიანი დამხვდა, განსაკუთრებით 2 პიროვნება აქტიურობდა, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი არ იყო საქართველოში, შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური გაწევ-გამოწევა

მანქანასთან 4 ადამიანი დამხვდა, განსაკუთრებით კი 2 პიროვნება აქტიურობდა, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი არ იყო საქართველოში, შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური გაწევ-გამოწევა, შემდეგ ერთ-ერთმა თქვა – შეიძლება იარაღი ჰქონდეს, ყოფილი პარლამენტარია და სხვა დროს ვნახოთო – და გამეცალნენ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მაჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირები, რომლებიც მანქანასთან დახვდნენ „ტიტუშკებს“ წააგავდნენ და მათი ამოცნობა შეუძლია.
„მათი ამოცნობა შემიძლია, ასევე გზაზე, სადაც გაიარეს, არის კამერები და დაფიქსირებულები იქნებიან, ნიღბები არ ეკეთათ. ჩემი მეზობლები არ იყვნენ, იყვნენ აგრესიულები, წააგავდნენ ე.წ. „ტიტუშკებს“.
არ ვიცი შეიძლება შემთხვევითაც მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ მანქანასთან იდგნენ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს