– მათე დევიძე სიმბოლოა იმის, რისიც სისტემას ეშინია!

მათე დევიძე სიმბოლოა იმისა, რისიც სისტემას ეშინია! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თმით, 21 წლის ახალგაზრდის დაპატიმრება არის რეჟიმის აღიარება, რომ მას მართვა აღარ შეუძლია.
“როცა 21 წლის ახალგაზრდას აზრის გამო აკავებენ, ეს უკვე ერთი ადამიანის საქმე არ არის – ეს არის რეჟიმის ოფიციალური აღიარება, რომ მართვა აღარ შეუძლია.
ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის! ვიბრძვით მომავლისთვის, რომელიც ჩვენ უნდა ავაშენოთ – თავისუფალი, განათლებული, ძლიერი და განვითარებული.
თავისუფლება მათეს! თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს და გამარჯვება საქართველოს!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე