პაატა მანჯგალაძე – კობახიძე ირანში „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იყო – ეს საქართველოსთვის სერიოზული სირცხვილია და დროზე უნდა მოვიშოროთ ეს სამარცხვინო რეჟიმი

კობახიძე ირანში „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იყო – ეს საქართველოსთვის სერიოზული სირცხვილია და დროზე უნდა მოვიშოროთ ეს სამარცხვინო რეჟიმი, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, „უნდა ავარჩიოთ „ჰეზბოლა“, „ჰამასი“, ირანი, ვენესუელა არის საქართველოს განვითარების საწინდარი, თუ ამერიკა და ევროპა“.
„რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო აფუჭებს „ქართული ოცნება“ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებს. არასწორი მეგობრები აირჩიეს. „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იყო ირანში. ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს იმიჯისთვის. ეს საქართველოს უქადის კიდევ მეტ იზოლაციას და სიღარიბეს და ჩვენ ერთიანობით, 26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ეს არის გამოსავალი. პარტნიორები ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებენ. ახლა მთავარია ქართველი ხალხის ერთიანობა რეჟიმის ცვლილების საქმეში,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ