პაატა მანჯგალაძე – ის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპი მოვა და ყველაფერს დაალაგებს ბიძინა ივანიშვილი, ასე არ არის – ტრამპის მხარდამჭერები, რესპუბლიკელები, ყველაზე რადიკალურები არიან „ქართული ოცნების“ შეფასებებში

ის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპი მოვა და ყველაფერს დაალაგებს , ასე არ არის – ტრამპის მხარდამჭერები, რესპუბლიკელები, არიან ყველაზე რადიკალურები „ქართული ოცნების“ შეფასებებში. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკა არის ერთიანი, არ აქვს მნიშვნელობა ადმინისტრაციას,- ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ საქართველო –-ის ურთიერთობის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ინტენსიურად ეწყობა განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკა საქართველოს ნამდვილი მეგობარია.
„ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, მათ შორის, განხილვებმა კონგრესში, აჩვენა, რომ ამერიკა ორპარტიულად ერთიანია საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეფასებებთან დაკავშირებით. ის, რომ „ფეიკ“ კამპანიას აწარმოებს „ქართული ოცნება“ და აშშ-ის მტრად აცხადებს, ეს არის ზუსტად საქართველოს ინტერესების მტრობა. შესაბამისად, ის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპი მოვა და ყველაფერს დაალაგებს ბიძინა ივანიშვილი, ასე არ არის – ტრამპის მხარდამჭერები, რესპუბლიკელები, არიან ყველაზე რადიკალურები „ქართული ოცნების“ შეფასებებში. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკა არის ერთიანი, არ აქვს მნიშვნელობა ადმინისტრაციას. ისინი მხარს უჭერენ არა რომელიმე მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს და „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ვერ გაჭრის.
ის, რომ განხილვები იყო კონგრესში, განხილვები იქნება სენატში, ყოველდღე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საუბრობს საქართველოზე, ნიშნავს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ამერიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი არიან საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ამ ურთიერთობას ეღობება „ქართული ოცნება“. თქვენ იცით, რომ მეგობარი აქტი არსებობს, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდება პირდაპირ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიაროთ უვიზოდ ამერიკაში, მივიღოთ მეტი ინვესტიცია ამერიკისგან და იყოს უფრო დაცული საქართველო. ამ ყველაფერს, ყველა სიკეთეს, ეღობება ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.