პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილის რეჟიმი დგას ოთხ საყრდენზე: ძალადობა, შიში, სიცრუე და სიღარიბე – ამიტომ, 31 მარტს რუსთაველზე უნდა ვაჩვენოთ ხალხის ნება – არა შიში, არა სიჩუმე, არამედ ბრძოლა თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის!

ივანიშვილის რეჟიმი არ არის უბრალოდ კორუმპირებული – ეს არის ანტიქართული, ძალადობრივი სისტემა, რომელიც ოთხ საყრდენზე დგას: ძალადობა, შიში, სიცრუე და სიღარიბე – რეჟიმს სინამდვილეში ძალა აღარ აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, მ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მიერ, 31 მარტს დაანონსებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 31 მარტს საპროტესტო აქციაზე გამოსულმა ხალხმა თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის ბრძოლა უნდა აჩვენოს და არა შიში და სიჩუმე.
„ივანიშვილის რეჟიმი არ არის უბრალოდ კორუმპირებული – ეს არის ანტიქართული, ძალადობრივი სისტემა, რომელიც ოთხ საყრდენზე დგას: ძალადობა, შიში, სიცრუე და სიღარიბე. ეს მათი მართვის სტრატეგიაა და ისინი თავის ნებით არცერთზე არ იტყვიან უარს. არიან ისეთები ვისაც არ უნდა ამ სიმართლის დაჯერება, რადგან ის არაკომფორტულია და მოქმედებისკენ გაიძულებს. მარტივია, თვალი დახუჭო, იფიქრო, რომ „ყველა ერთნაირია“ და ჩათვალო, თითქოს ჭაობიდან ვერასდროს ამოვალთ. მაგრამ სწორედ ეს სიჩუმე და უმოქმედობა აძლიერებს რეჟიმის ძალადობას.
ივანიშვილის რეჟიმი გვიმეორებს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რომ ვერაფერს შევცვლით. მაგრამ ეს ტყუილია – ეს არის მათი ყველაზე ძლიერი იარაღი და ვინც ამას იჯერებს, ისინი აძლევენ ძალას. რეჟიმს სინამდვილეში ძალა აღარ აქვს, როცა ხალხი მას არ იღებს. ის ძლიერდება მხოლოდ იქ, სადაც სიჩუმე და უმოქმედობაა. რაც უფრო დიდხანს ვჩუმდებით, მით უფრო სასტიკი ხდება მათი ძალადობა. რაც უფრო ხმამაღლა დავდგებით სიმართლის მხარეს, მით უფრო მალე დავასრულებთ ამ რეჟიმს.
ამიტომ, 31 მარტს რუსთაველზე უნდა ვაჩვენოთ ხალხის ნება – არა შიში, არა სიჩუმე, არამედ ბრძოლა თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა