პაატა მანჯგალაძე – თუ ხმის მიცემა ლამინირებული მოწმობით მოხდება, ელექტრონული რეგისტრაცია ვერ განხორციელდება

მონაცემები არ აქვთ დატანილი და რა ეშმაკი უნდა ჩატვირთოს „ქართულმა ოცნებამ“ იმ ჩიპში?! – თუ ვინმე ასე ფიქრობს, უჩიპო ID ბარათები დავბეჭდოთ და ცელოფნიანი პირადობები დავასრულოთ ქვეყანაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა მ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, თუ ხმის მიცემა ლამინირებული მოწმობით მოხდება, ელექტრონული რეგისტრაცია ვერ განხორციელდება.
„ტექნოლოგიის გამოყენებით არჩევნები გულისხმობს ელექტრონულ რეგისტრაციას, ელექტრონულ ხმის მიცემას, ელექტრონული ხმების დათვლას. როგორც კი ძველი, ცელოფანშემოკრული პირადობის მოწმობით მოხდება ხმის მიცემა, ეს ნიშნავს, რომ აპარატი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ კარუსელი არ მოხდეს და იდენტიფიცირება მოახდინოს ადამიანის, გადაიქცევა იგივე ფუნქციის მატარებელ აპარატად, როგორიცაა ყავის აპარატი – როგორც ყავის აპარატი ვერ მოახდენს რეგისტრაციას, ისე ვერ მოახდენს ის აპარატიც. მთავარ არგუმენტად მოჰყავთ ადამიანის რწმენა და ღირსება. ვიღაც ფიქრობს, რომ ჩიპში ეშმაკია ჩაბუდებული, ეშმაკი კი არა, პირადი მონაცემები არ აქვს დატანილი ამ ჩიპში და რა ეშმაკი უნდა ჩატვირთოს „ქართულმა ოცნებამ“ იმ ჩიპში?! გამოსავალს რაც შეეხება, იცით, რომ ვაშაძე პირველი ადამიანია, ვინც ეს სისტემა – ID ბარათები დანერგვა საქართველოში და ამბობს, რომ შესაძლებელია უჩიპო ID ბარათები დავუბეჭდოთ ამ ადამიანებს და ცელოფნიანი პირადობის მოწმობები დავასრულოთ სამუდამოდ ქვეყანაში,” – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. ამავე პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება. ამასთან, პარლამენტი იხილავს დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არაელექტრონული – ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს.

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

დავით ხომერიკის დედა – რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? – მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!

ადვოკატი – ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული – განაჩენი გასაჩივრდება