„ქოცების“ ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვა-ბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა! – ნუ დაველოდებით სხვას, როცა მოქმედება შეგვიძლია – თავისუფლება არავის მოაქვს, ის ჩვენ უნდა მოვიპოვოთ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მიერ დაწყებული რეპრესიები, მხოლოდ მათ შიშზე მიუთითებს.
„ქოცების“ ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვა-ბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა! „ღალატის კომისია“ – მტრის გამართლებისა და საზოგადოების დაშინების უიმედო მცდელობა! მეტი რეპრესიები – შიშის ნიშანია და არა ძალის!
ოპოზიციაზე, მედიაზე და აქტივისტებზე შეტევა – სიმართლის ჩახშობის ამაო მცდელობაა! პუტინის პროპაგანდის გახმოვანება – ღია აღიარებაა, რომ ისინი ქვეყნის მტრის სამსახურში არიან! რეპრესიები იზრდება, რადგან სასურველ შედეგს ვერ იღებენ – ჩვენი წინააღმდეგობა მათ მანევრის სივრცეს უზღუდავს!
ეს ნიშნავს, რომ პროტესტი ვერ გატეხეს! მხოლოდ სხვების კრიტიკა არაფერს მოგვცემს! ნუ დაველოდებით სხვას, როცა მოქმედება შეგვიძლია – თავისუფლება არავის მოაქვს, ის ჩვენ უნდა მოვიპოვოთ.
თვითკმაყოფილებასა და ნიჰილიზმს შორის არსებობს სწორი გზა – მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი მოქმედება, მეტი გაბედულება, მეტი ერთიანობა!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძე.
