ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას, ეს არის ქართველი ხალხის უპირველესი დამსახურება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
რაც შეეხება რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, მანჯგალაძის თქმით, სამუშაო ჯგუფებში, სადაც “ქართული ოცნება” არც აღიარებს პრობლემას და დრო უნდა დაკარგონ, მონაწილეობის დიდი სურვილი არ აქვს.
„ვულოცავ საქართველოს, ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას, ეს არის ქართველი ხალხის უპირველესი დამსახურება, იმ ბრძოლის შედეგი, რასაც საუკუნეების მანძილზე ეწეოდა ჩვენი ხალხი და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა რუსეთს და პუტინს არ მივეცით ამის დაბლოკვის, ვეტოს დადების საშუალება, ვგულისხმობ აქციაზე გამოსულ ხალხს. ეს არის საერთო გამარჯვება და ვულოცავ საქართველოს, რომ დიდი ნაბიჯებით დავიწყეთ ევროპისკენ სვლა.
რაც შეეხება თანამშრომლობას, თუ “ქართული ოცნება” აღიარებს, რომ დეოლიგარქიზაციისთვის მზად არის და ივანიშვილია ოლიგარქი, მე განვიხილავ პირადად სამუშაო ჯგუფში შესვლის შესაძლებლობას, თუ აღიარებენ, რომ დასავლურ კურსს მათ ააცილეს ქვეყანას, რომ თავად იყო ანტიდასავლური პროპაგანდის ფლაგმანი, თუ აღიარებს, რომ კორუფცია მათ შემოიტანეს, ანტიკორუფციული ბიურო ბუტაფორიაა და ამის შეცვლა უნდათ, რა თქმა უნდა მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ისეთ ჯგუფებში, სადაც “ქართული ოცნება” არც აღიარებს პრობლემას და დრო უნდა დავკარგოთ, მონაწილეობის დიდი სურვილი არ მაქვს “- განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება დღევანდელ საზეიმო ღონისძიებას, მისი თქმით, ვისაც უნდა მივა ამ ღონისძიებაზე და ვისაც უნდა სხვა ფორმით აღნიშნავს. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, რაიმე “კომპლექსი” არ აქვს, მათ აქვთ სხვა ღონისძიება და მოგვიანებით შეიძლება იფიქროს რუსთაველზე მისვლაზეც.
“ჩვენ მაგალითად, “ნაციონალურ მოძრაობაში” აღვნიშნავთ ამას ხალხთან ერთად 2 საათზე. ვისაც სურვილი აქვს, ამ ღონისძიებაზეც შეუძლია მივიდეს, ეს არ არის “ქართული ოცნების” ზეიმი, ეს არის საქართველოს გამარჯვების, წარმატების ღონისძიება,”- განაცხადა მანჯგალაძემ.