პაატა მანჯგალაძე – ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე სიღარიბისა და უმუშევრობის გამო გარბის სამშობლოდან

ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე სიღარიბისა და უმუშევრობის გამო სამშობლოდან გარბის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, მ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ სიღარიბესა და უმუშევრობას ქმედუნარიანი ნაბიჯებით არ პასუხობს.
მანჯგალაძის თქმით, ხალხის რეალურ საჭიროებებს „ქართული ოცნება“ ცრუ დისკუსიების მოწყობითა და სიძულვილის ენით ფარავს.
„ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე სიღარიბისა და უმუშევრობის გამო სამშობლოდან გარბის. ნაცვლად იმისა, რომ ამ მძიმე ვითარებას „ქართულმა ოცნებამ“ გაკეთებული საქმეებით უპასუხოს, გადასულია სიძულვილის ენაზე და არაფრისმომცემ პოლიტიკურ საკითხებზე ცრუ დისკუსიების მოწყობაზე, რომ მოქალაქემ არ დასვას კითხვები: 12 წლის მანძილზე რატომ არ შეიქმნა სამუშაო ადგილები? რატომ არ გაძლიერდა ეკონომიკა? რატომ იზრდება ფასები და ამის შესაბამისად, რატომ არ იზრდება მოქალაქის შემოსავალი?“, -განაცხადა მანჯგალაძემ.