პაატა მანჯგალაძე – ერთადერთი ძალა, რომელიც ძალადობას ახალისებს „ქართული ოცნებაა“, ზიზღის ენა, ადამიების ერთმანეთზე დაგეშვა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილია

ერთადერთი ძალა, რომელიც ძალადობას ახალისებს „ქართული ოცნებაა“, ზიზღის ენა, ადამიების ერთმანეთზე დაგეშვა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილია,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიძულვილის ენა იარაღად აქცია.
„ჩვენი კამპანია – ერთიანობა, ამიტომ ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ზიზღის ენაზე, ქართველების ერთმანეთზე დაგეშვასა და დაყოფაზე პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის მხარესაა. ჩვენ გვინდა ერთიანობა.
“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება – ოპოზიციას, თავისუფალი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის გაქრობაა. კიდე მე ვლაპარაკობ ზიზღის ენით? ჩვენ არ ვაპირებთ გივი მიქანაძისა და „ქართული ოცნების“ გასამართლებას, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეები გააქრობენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ