– დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ პროცესებით საქართველოს სჯის

დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ პროცესებით საქართველოს სჯის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „რეჟიმი აღარ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში, ის იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და უსწორდება ყველას, ვინც არ ემორჩილება“.
„ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ.
პოლიტიკური ლიდერების გასამართლება არ არის პარტიული ამბავი, ეს ეხება ყველას, ვინც შვილს ევროპაში სასწავლებლად უშვებს, ვინც კანონის დაცვით ცდილობს მიაღწიოს წარმატებას, ვინც თვლის, რომ თავისუფლად და ღირსეულად უნდა იცხოვროს.
დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ ქმედებებით საქართველოს სჯის.
ეს არ არის შიდა დაპირისპირება, ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია, რომ დაგვაკარგვინონ უვიზო მიმოსვლა, რომ მოგვწყვიტონ ევროკავშირსა და განვითარებულ, ცივილიზებულ სამყაროს, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს და ბიძინას ბნელ ინსტინქტებს დაემორჩილოს.
ეს არის გზა ირანიზაციისკენ, იზოლაციისა და დაჭაობებისკენ. დღეს პატრიოტებს სდებენ ბრალს იმაში, რაც თავად ჩაიდინეს და ამისთვის მთელ ერს სჯიან.
რეჟიმი აღარ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში, ის იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და უსწორდება ყველას, ვინც არ ემორჩილება.
ისინი თავისუფლებისთვის სჯიან საქართველოს, ერს, საზოგადოებას, ქვეყანას. სწორედ ამიტომ, ამ დანაშაულის ფასი უნდა გადაიხადოს რეჟიმმა და არა საქართველომ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს