პაატა მანჯგალაძე – დიქტატურა ვერ უძლებს მოძრაობას – დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ, როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის

ჩვენი დასავლელი მეგობრები ბევრს აკეთებენ და არიან ჩვენი ღირებული პარტნიორები მაგრამ ცრუ მოლოდინია, რომ ვიღაც სხვა, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს – ნუ დაემორჩილები ბოროტებას, ნუ შეასრულებ უკანონო დავალებას, ნუ იმუშავებ სისტემისთვის, რომელიც შენს ხალხზე ძალადობს,- ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, დიქტატურა მაშინ ინგრევა, როდესაც ადამიანები მტკიცედ, მშვიდად და ერთად დგანან.
„დიქტატურა ინგრევა, როცა ადამიანები დგანან მტკიცედ, მშვიდად და ერთად.
ჩვენი დასავლელი მეგობრები ბევრს აკეთებენ და არიან ჩვენი ღირებული პარტნიორები მაგრამ ცრუ მოლოდინია, რომ ვიღაც სხვა ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს.
განსაკუთრებული მადლობა სინდისის ყველა პატიმარს, ისინი ჩვენი წინააღმდეგობის მორალური ბირთვი და ენერგიაა. საქართველო არ ითხოვს ბევრს. უბრალოდ ნუ ემსახურები და ნუ გააძლიერებ ს ბოროტ სისტემას. ეს უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ჩვენ და ჩვენთვის!
როგორ მარცხდება დიქტატორი? როცა ვდგავართ ერთმანეთის გვერდით უმცროსი და უფროსი, სტუდენტი და მძღოლი, მასწავლებელი და გლეხი, სოფლის და ქალაქის მკვიდრი იქ მთავრდება მისი ძალაუფლება.
ისტორიამ უკვე გვაჩვენა: მარკოსი (ფილიპინები), მილოშევიჩი (სერბეთი), სარქისიანი (სომხეთი). ყველა წავიდა, როცა ხალხმა თქვა — საკმარისია. ახლა ჩვენი ჯერია. დიქტატურა ვერ უძლებს მოძრაობას.
ერთი დგება, მერე მეორე, მერე ასი, მერე ათასი და როცა მთელი ხალხი დგას, დიქტატურა ქრება. ნუ ველოდებით მხსნელებს, ლიდერებს ან დაუმარცხებელ გმირებს.
არ არის საჭირო ლიდერების გაკერპება. ჩვენ თვითონ შეგვიძლია არ შევეგუოთ რეჟიმს და ერთად ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც სამართალზე დგას და არა ძალადობაზე და შიშზე.
ნუ დაემორჩილები ბოროტებას, ნუ შეასრულებ უკანონო დავალებას, ნუ იმუშავებ სისტემისთვის, რომელიც შენს ხალხზე ძალადობს. დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას, მიდის და როცა მიდის ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას თავისუფლად, სულ ეს არის გამარჯვების მარტივი ფორმულა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო