პაატა მანჯგალაძე – დილიდან, „ქოცური“ პროპაგანდა გვტენის აბსურდს, თითქოს ილონ მასკი გვართმევს დემოკრატიას და მსოფლიო რობოტებმა უნდა მართონ – ილუზიები, კონსპირაციები – ყველაფერზე საუბრობენ, სიმართლის გარდა

დილიდან „ქოცური“ პროპაგანდა გვტენის აბსურდს თითქოს ილონ მასკი გვართმევს დემოკრატიას და მსოფლიო რობოტებმა უნდა მართონ… ილუზიები, კონსპირაციები – ყველაფერზე საუბრობენ, სიმართლის გარდა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „პროპაგანდის მიზანია, გამოიგონოს საფრთხე, რათა ხალხმა ნამდვილი საფრთხე და მტერი ვეღარ დაინახოს“.
„სინამდვილეში, ამით გვეუბნებიან – ნუ ფიქრობ უკეთეს მომავალზე, დაივიწყე ღირსება, სხვაგან უარესია, შეეგუე ივანიშვილს და მის რეჟიმს.
ეს ხდება იმისთვის, რომ ხალხმა აღარ იფიქროს იმ რეალობაზე, რაც დღეს საქართველოშია – მოქალაქეებს იტაცებენ და აშანტაჟებენ; 200 დღეზე მეტია ხალხი ქუჩაშია და თავისუფლებისთვის იბრძვის; ბლოკავენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს და გვაბრუნებენ რუსულ ჭაობში; იჭერენ, სცემენ, აშინებენ – ეს გახდა ყოველდღიურობა; ხალხი ღარიბდება, კლანი კი მილიონებს აგროვებს; სახელმწიფო მიტაცებულია და ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს.
ამიტომაც გვტენიან ილონ მასკს, რობოტებს, გლობალურ ძალებს, რომ ჩაგაგდონ უაზრო კამათში, დაგავიწყონ მთავარი, არ დაგიტოვონ დრო ფიქრისთვის, წინააღმდეგობისთვის, კითხვებისთვის: რატომ ვართ ასეთ მძიმე დღეში? ვინ აგებს პასუხს სიღარიბეზე, ძალადობაზე? ვინ აგებს პასუხს გაძარცულ ქვეყანაზე, მიტოვებულ სოფლებზე და გადახვეწილ ქართველებზე? ბავშვების შიმშილზე, განათლების ნგრევაზე, მომავლის წართმევაზე?
ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ – არა. ეს არის ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის.
ეს არის ბრძოლა ბოლომდე, რადგან უკან გზა აღარ არსებობს“,- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო