პაატა მანჯგალაძე – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი წელსაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი წელსაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ არის მიმართული, ამიტომ „ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რომ დავიცვათ ჩვენი ქართული და ევროპული არჩევანი“.
„მე ვსვამ კითხვას – რა მოხდა ასეთი ამ ორ თვეში რომ კანონი შემოიტანეს?! ეს არის ყველაზე უბედურება რაც ხდება ქვეყანაში, რომ ევროკავშირის გზაზე კარი უნდა გაიღოს და ამ დროს „ქართული ოცნება“ ამ „რუსული კანონით“ ეღობება… ქართველი ხალხი იყო გამოსული შარშან ქუჩაში და პასუხი გასცა ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.