პაატა მანჯგალაძე – გრიგოლ ლილუაშვილმა პირდაპირ ამხილა და ნორჩი ყმაწვილივით ანუგეშა პრემიერ-მინისტრი, ნუ გეშინია ირაკლი, ევროპა არ არის მტერი, მეგობრის რჩევა იყო და დანაშაულის ნიშნები არ არისო

გრიგოლ ლილუაშვილმა ნორჩი ყმაწვილივით ანუგეშა პრემიერ-მინისტრი, რომ ეს არ იყო მუქარაო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, [პრემიერის, ირაკლი კობახიძის] განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს“.
როგორც მანჯგალაძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ და მიზანმიმართულად ახდენდა დასავლეთის დისკრედიტაციას, კონკრეტულად კი ევროკომისარ, ოლივერ ვარეჰრის.
„ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არისო, მეგობრის რჩევა იყო და დანაშაულის ნიშნებიც არ არისო. არადა „ქართული ოცნება“ და რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ხერხებით ახდენდა დასავლეთის მიზანმიმართულად დისკრედიტაციას, კონკრეტულად ევროკომისარ ვარჰეის, თითქოს ის ტერაქტით ემუქრებოდა კობახიძეს. პირდაპირ ამხილა პრემიერი და ანუგეშა, ნუ გეშინია ირაკლი, ევროპა არ არის მტერიო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან ს პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმაც“ ახსენა. მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ვარჰეი წუხილი გამოთქვა, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.
მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა, სატელეფონო საუბრის დეტალები, სადაც მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს მოუყვეს და მათ მტკიცებულებები გადასცეს.