პაატა მანჯგალაძე – გიორგი ვაშაძის განწყობა ასეთია, რომ ის ახლაც ერთიანობის ფორმულაზე მუშაობს – მგონი, იქით კვირაში გამოვა ის წერილობითად

გიორგი ვაშაძის განწყობა ასეთია, რომ ის ახლაც ერთიანობის ფორმულაზე მუშაობს – მგონი იქით კვირაში გამოვა ის წერილობითად – ზოგი ამბობს, რომ „მოდი დავასრულოთ ერთიანობაზე საუბარი, ხომ ვიცით, რომ არ გამოდის“ – არ გამოდის ერთიანობა ერთ პარტიაში და ერთი ნომრის ქვეშ, თორემ ის რომ რეჟიმი უნდა შევცვალოთ, ამაში ხომ ერთიანები ვართ? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანობა არის გამოსავალი.“
„გიორგი ვაშაძის განწყობა ასეთია, რომ ის ახლაც ერთიანობის ფორმულაზე მუშაობს – მგონი იქით კვირაში გამოვა ის წერილობითად. ერთიანობა არის გამოსავალი. ზოგი ამბობს, რომ „მოდი დავასრულოთ ერთიანობაზე საუბარი, ხომ ვიცით, რომ არ გამოდის“ – არ გამოდის ერთიანობა ერთ პარტიაში და ერთი ნომრის ქვეშ, თორემ ის რომ რეჟიმი უნდა შევცვალოთ, ამაში ხომ ერთიანები ვართ? ის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები კრიზისიდან გამოგვიყვანს, ამაში ხომ ერთიანები ვართ? შეთანხმებული ვართ იმაშიც, რომ ის ახალგაზრდა დაკავებული ბიჭებიც უნდა გამოვიდნენ – აბა გაყოფა სად არის? ჩვენ ერთიანები ვართ, რამაც მოგვცა შედეგი, რომ რეჟიმი არ არის აღიარებული, არ აქვს ლეგიტიმაცია, რეჟიმი გრძნობს ამას და ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს“,- აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ამავე თემაზე საუბრისას, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ „ოპოზიციაში ტაქტიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე არსებობს უთანხმოება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპულ საკითხებზე ერთიანები არ არიან.“
„საერთო მიზანი ერთი გვაქვს. მე წინა კვირას სალომე ზურაბიშვილთან მქონდა საუბარი, რომლის განწყობაც არის ერთიანობა. ხშირად კრიტიკა მომისმენია და ვიტყვი, რომ თუ ვინმეს კონკრეტული გადაწყვეტა აქვს და იცის მახვილი, რომელსაც დაარტყამს და ყველაფერს გადაჭრის, ნუ ელოდებით სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ გავაკეთებთ – მე და ჩემი კოლეგები გამოგყვებით. ლანძღვა არის სეირი და სანახაობა, რომლითაც კობახიძე ხარობს. ვფიქრობ, 4 ოქტომბერსაც შეგვიძლია ამ ძალების საერთო ენერგია ვიხილოთ. ვინც არჩევნებზე გადის ცუდია, მაგრამ თუ მაინც გავა ამ ხალხით, ვინც არჩევნებზე გადის და არ გადის, 4-ში რუსთაველზე შევიკრიბოთ საღამოს და მოვთხოვოთ პასუხი ხელისუფლებას იმ ძალადობაზე, რაც ხდება. ამას მაინც უნდა მივაღწიოთ. ეს ე.წ გაყოფა რუსთაველზე უნდა გაერთიანდეს 4 ოქტომბერს, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე და დარწმუნებული ვარ, სხვა ლიდერებიც“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება