პაატა მანჯგალაძე – გვიპასუხოს ივანიშვილის პარტიამ, ვისი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე

თუ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან? – ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა მ მმართველ გუნდს.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ივანიშვილის პარტია უკვე რამდენიმე კვირაა ხალხის საჭიროებებზე პასუხს გაურბის და თავს არიდებს.
„უკვე რამდენიმე კვირაა ვუყურებ ივანიშვილის პარტიისა და მისი პროპაგანდის ერთგვარ წვალებას, როგორმე ხალხის საჭიროებებიდან ცრუ საფრთხეებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება. თუნდაც დღეს, ბევრ საკითხზე ისაუბრა მ, პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგრამ ისინი ვერ პასუხობენ სა და გიორგი ვაშაძის მიერ დასმულ მთავარ კითხვას, რაც ხალხს აინტერესებს – რატომ არის სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასები საქართველოში, თუნდაც სომხეთთან შედარებით, რომელსაც საქართველოს გავლით მიეწოდება აღნიშნული პროდუქტები. თუ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან? გვიპასუხოს ივანიშვილის პარტიამ, ვისი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე“,- განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან”, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში