პაატა მანჯგალაძე გენპროკურორის შერჩევის პროცესზე – მარიონეტების თეატრს ვადევნებთ თვალს: აწევს ბიძინა ხელს – აწევს მარიონეტიც, ჩაწევს ბიძინა ხელს – ჩაწევს მარიონეტიც

ჩვეულებრივი მარიონეტების თეატრს ვადევნებთ თავს. აწევს ბიძინა ხელს – აწევს მარიონეტიც, ჩაწევს ბიძინა ხელს – ჩაწევს მარიონეტიც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, გამოკვეთილი კანდიდატი ჰყავს.
მისი თქმით, ის “გამოკვეთილი კანდიდატი” ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილია.
“ყველაფერი ფარსია, შერჩევის პროცესის იმიტაციაა. “ქართულ ოცნებას”, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, გამოკვეთილი კანდიდატი ჰყავს. ჩვეულებრივი მარიონეტების თეატრს ვადევნებთ თავს. აქცევს ბიძინა ხელს – აწევს მარიონეტიც, ჩაწევს ბიძინა ხელს – ჩაწევს მარიონეტი.
საუბარია გაბიტაშვილზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანდიდატზე მთელი “ქართული ოცნება” გაგიჟდება. “ოცნებისთვის” იმიტომ არის მისაღები, რომ ჯერ ერთი შემოწმებულია. მეორეც, მოდის არჩევნები და იცით, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროკურატურა პოლიტიკური მიზნით უნდა გამოიყენოს. უამრავი საქმეა აღძრული ადამიანებზე, ვინც აქციებში მონაწილეობდა, მაგრამ არცერთი საქმე არ არის გამოძიებული, ვინც თავს დაესხა პოლიტიკურ ლიდერებს. ს ცემაზე იცით რამე? – არა. დავით ქაცარავა რომ სცემეს, იცით, დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება? ახალგაზრდა რომ სცემეს უნივერსიტეტის წინ, გამოძიება არის ამაზე თუ ჩვეულებრივი ამბავია და შევეგუეთ? ამ პოლიტიკის გაგრძელებისთვის სჭირდებათ თავიანთი პოლიტიკური ნების შემსრულებელი პროკურორი”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მეორე დღეა მიმდინარეობს.
აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.