პაატა მანჯგალაძე – გეგმა არსებობს, რომელიც ხალხს ადგილზე ეცნობება, 4 ოქტომბერს არაფერი მოხდება ისეთი, რაც არ უნდა ქართველ ხალხს – გადაწყვეტილებას მიიღებს არა რომელიმე ბელადი და ლიდერი, არამედ ხალხი

გეგმა არსებობს, გეგმის შესახებ ხალხს ეცნობება ადგილზე. არაფერი 4 ოქტომბერს არ მოხდება ისეთი, რაც არ უნდა ქართველ ხალხს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, აქციის მონაწილეები მივლენ 3-4 ადგილზე თბილისში, სადაც გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება ხდება და დასვამენ კონკრეტულ კითხვებს.
„ბევრი სცენარია, იმ ვითარების შესაბამისად, რა ვითარებაც იმ კონკრეტულ დღეს იქნება. მე, როგორც ვიცი, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, ხდება ამ გადაწყვეტილებების აღსრულება, 3-4 ადგილია თბილისის მიდამოებში და ყველგან იქნება ქართველი ხალხი, დაუსვამს კონკრეტულ კითხვას და მოსთხოვს კონკრეტულ პასუხს. კანონის ფარგლებში, კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად დასვამენ კითხვებს.
ორგანიზატორები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვატარებთ ეროვნულ ყრილობას და ყრილობაზე რა გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული, შევეცდებით ამის აღსრულებას. მე ვამბობ, რომ შევეცდებით და ისინი ამბობენ, რომ ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე. რა იქნება, როგორ იქნება და რანაირად იქნება, რომც ვიცოდე, მაინც ვერ მოვყვები.
გეგმა არსებობს, ამ გეგმის შესახებ ხალხს ეცნობება ადგილზე. არაფერი იმ დღეს არ მოხდება ისეთი, რაც არ უნდა ქართველ ხალხს და იქ შეკრებილ ადამიანებს. გადაწყვეტილებას მიიღებს არა რომელიმე ბელადი და ლიდერი, არამედ ხალხი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.